საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 07/29 - 01

27.02.2024

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თეონა მაკალათიას  სადისერტაციო თემა ,,შიდა აუდიტი კორპორაციული მართვის სისტემაში და ევროკავშირის დირექტივების გავლენა აუდიტის ბაზრის ფორმირებაზე საქართველოში“, შეიცვალოს: „თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები აუდიტში და კორპორაციული მმართველობის სისტემის პრობლემები საქართველოში”

2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლევან ხვედელიძეს მეცნიერ-ხელმძღვანელად პროფესორ მურმან კვარაცხელიას ნაცვლად დამტკიცდეს: ასოცირებული პროფესორი  მიხეილ ჩიკვილაძე.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი            გიორგი ღაღანიძე